2017-05-01
უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების განახლებული მიდგომები
13 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა კონფერენცია "უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების განახლებული მიდგომები", რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტები. კონფერენციისთვის ცენტრმა სპეციალურად მოიწვია ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი აჰიმ ჰოპბახი. შეხვედრას ესწრებოდა ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი ქალბატონი ინგა მანაშერიძე.




















