დღეს აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე, სპორტული კომენტატორი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების ორდენის კავალერი, კოტე მახარაძის პრემიის ლაურიატი, ბ-ნი ჯამლეტ ხუხაშვილი მეუღლესთან, საბავშვო მწერალთან, ქ-ნ ევა ბაბალაშვილთან ერთად. ბატონი ჯამლეტი მიესალმა სტუდენტებს და ისაუბრა მათთვის საინტერესო თემებზე. უამბო ისტორიები მისი პროფესიული საქმიანობიდან და პირადი ცხოვრებიდან, ისაუბრა საქართველოს სპორტსმენთა მიღწევებზე მსოფლიო ასპარეზზე, საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობასა და თანაცხოვრებაზე. შეხვედრა ინტერაქტიურად მიმდინარეობდა, სტუდენტებმა დასმულ ყველა კითხვზე ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს. შეხვედრის დასასრულს, საპატიო სტუმრებმა აკადემიას საჩუქრად გადასცეს წიგნები საკუთარი ავტორობით და წარმატებები უსურვეს აკადემიის სტუდენტებსა და ადმინიატრაციას საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.
2019-10-11




















