2-4 დეკემბერს შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელში „ანრი“ ჩატარდა სამუშაო შეხვედრების მორიგი ციკლი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან, რომელიც მიეძღვნა მოდულური/დუალური პროგრამების განხორციელების, დანერგვისა და შეფასების პროცესის მიმდინარეობის საკითხების განხილვას. კერძოდ, ფორმალური განათლების აღიარება - წესი და პროცედურა და პილოტირების შედეგები; საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების საკითხები; შეფასების ვერიფიკაციის შედეგების განხილვა; პროფესიული სტუდენტის შეფასების გზამკვლევის განხილვა. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა სსიპ განათლებისხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი ინგა მანაშერიძე და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნაზო წიბლიაშვილი.
2019-12-06




















