საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს.შეხვედრაზე განიხილეს სისტემაშიმიმდინარე ცვლილებები და სამომავლო გეგმები. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესზე, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე და ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა პროფესიული სტუდენტთა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლება,ინტეგრირებული პროგრამების დაფინანსება და
მომზადება გადამზადების პროგრამები. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კერძო კოლეჯის ხელმძღვანელებს პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა მათ როლს პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში. შეხვედრას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ინგა მანაშერიძე.
2019-12-09




















