6-7 დეკემბერს შპს ინტერბიზნესის აკადემიაში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდაცია“. ტრენინგს ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. ტრენინგს უძრვებოდნენ გიორგი ბერაია, საზოგადიებრივი კოლეჯი „გეორგიას“ დირექტორი და კახაბერ ერაძე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2019-12-09




















