13 დეკემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ჩატარდა ტრენინგი კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, 2019 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და კვარტალური დაფინანსების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ განმარტებები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მათი შემადგენელი მოდულების, პროფესიული სტუდენტების ასახვისა და „დაფინანსების“ მოდულში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის სისწორის დადასტურების შესახებ და განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის N244 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებში“ განხორციელებული ცვლილებები. ტრენინგს ესწრებოდნენ შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი ინგა მანაშერიძე და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემის ბაზის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი თამარი კანდელაკი.
2019-12-16




















