შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც საჯარო და კერძო პროფესიული სასწავლებლების დირექტორები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა  „პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტისპროექტზე იმსჯელეს. პროექტის მხარდამჭერია გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი და ის მსოფლიო ბანკის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2011 წლიდან მუშაობს პროფესიული მასწავლებლების განვითარებაზე, მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მასწავლებლებისათვისსხვადასხვა მიმართლებით ტრენინგებიდა პროფესიული განვითარების სხვაღონისძიებები. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორიინგა მანაშერიძე, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნაზო წიბლიაშვილი და პროფესიული მასწავლებელები სოფიო კაკაურიძე, თამარ სანიშვილი და თამთა ლაგვილავა.

2019-12-17