დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს პრეზენტაცია

24 დეკემბერს  ჩატარდა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს პრეზენტაცია, რომელიც ფუნქციონირებას 2020 წლის პირველი  იანვრიდან  დაიწყებს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რომელიც მოიცავს პროფესიული უნარების განვითარებას, მომზადება-გადამზადებას, სტაჟირებას, სუბსიდირებას, კონსულტირებას და კარიერის დაგეგმვას. ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება  ეფექტურობა. 24 დეკემბერს კონფერენციაზე დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშიც წარადგინეს.  ღონისძიებას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი ინგა მანაშერიძე.

 

2019-12-25