13 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ჩატარდა თსუ-ის პროფესიული განათლების/ტრენინგებისა და ადამიანური რესურსების განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებების წარმომადგენლებთან. სამაგისტრო პროგრამა წარადგინა თსუ ხარისხის სამსახურის უფროსმა ქ-ნმა ირმა გრძელიძემ; პროგრამის მიზანს წარმოადგენს პროფესიული განათლების ადმინისტრაციისათვის საჭირო კადრის მომზადება. შეხვედრაზე განიხილეს ინსტიტუციების საჭიროებებიდან გამომდინარე მოსაზრებები და წინადადებები. თსუ პროფესიული მომზადების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბ-ნმა ლევან წიქარიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროფესიულ დაწესებულებებთან თსუ პროფესიული განათლების ცენტრის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი ინგა მანაშერიძე და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნაზი წიბლიაშვილი.
2020-02-17




















