პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ პროგრამაზე აპლიკანტების რეგისტრაცია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა, როგორც კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ასევე ონლაინ, საიტზე vet.emis.ge. მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები 120 პროგრამაზე მიიღებენ. წელს პირველად პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით.
2020-08-11




















