2018-03-13
საინფორმაციო შეხვედრა
12 თებერვალს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მიეძღვნა ცვლილებებს ავტორიზაციის დებულებაში, ავტორიზაციის საფასურებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საფასურის გადახდის წესში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების, პროფესიულ სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ახალი ფორმები; შეხვედრას ესწრებოდნენ ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი ქ-ნი ინგა მანაშერიძე, ხარისხის მართვის მენეჯერი, ქ-ნი ნაზი წიბლიაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ქ-ნი ლიანა ბინიაშვილი.




















