აკადემიის პროფესიული მასწავლებლებისათვის დაიწყო 3 დღიანი ვორქშოპი, თემაზე: „სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა ჰეტეროგენულ გარემოში“. პირველ დღეს მსმენელები გაეცნობიან პროფესიული მასწავლებლის და პროფესიული სტუდენტის მოქნილი კომუნიკაციის საკვანძო საკითხებს; მეორე დღის განსახილველი თემაა ჰიბრიდული/შერეული სწავლების აქტუალობა;
ხოლო მესამე დღეს საუბრი იქნება კომპეტენციების გაძლიერებაზე სწავლების ხარისხის უზრუნველსაყოფად. ვორქშოპს ატარებს ტრენერ-ფასილიტატორი მაკო ჯაოშვილი, კომუნიკაციის ექსპერტი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ალტერბრიჯის ვიცე-რექტორი, PH.D. ვორქშოპის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე პროფესიულ მასწავლებელს გადაეცემა სერტიფიკატი.
2021-04-08




















