2018-05-01
მიღება ისრაელის საელჩოში
საქართველოში ისრაელის საელჩოში ისრაელის დაღუპული ჯარისკაცებისა და ტერორიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღსანიშნავად მიღება მოეწყო. დამსწრე საზოგადოებას ისრაელის ელჩმა, ბატონმა შაბთაი ცურმა მიმართა. მან ისაუბრა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკდებლობის 70 წლიან ისტორიაზე და ხაზი გაუსვა იმ ადამიანების დაუვიწყარ ღვაწლს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს და გმირულად დაეცნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის. მიღებას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.




















