2018-10-31
კონფერენცია დუალური პროფესიული განათლების კოორდინცია
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"- ში ჩატარდა კონფერენცია "დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია" (საჭიროება- ვალიფიკაცია-დასაქმება), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ბიზნესის ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. პალატასთან შეიქმნილია "დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო", რომელშიც ჩართულები არიან საჯარო უწყებების, დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს ძირითადი მიზანია დუალური განათლების ცნობადობის ამაღლება, დუალურიგანათლების დანერგვისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ ყველა მხარეს შორის დიალოგი და კოორდინაცია. კონფერენციას ესწრებოდა ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.




















