2018-10-13
ტრენინგი შპს „პსპ ფარმას წარმომადგენლებისათვის“
12-13 ოქტომბერს ინტერბიზნესის აკადემიაში შპს „პსპ ფარმას“ თანამშრომლების ორი ჯგუფისათვის, რომლებიც აკადემიის ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალსაც წარმოადგენენ, ჩატარდა ტრენინგი „კალენდარული გეგმის და შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება მოდულური პროგრამებისათვის“. ტრენინგს უძღვებოდა აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერი ნაზი წიბლიაშვილი. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.




















